პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home საზოგადოება პოლიციამ ბათუმში მიმდინარე აქციაზე ათამდე აქტივისტი დააკავა

პოლიციამ ბათუმში მიმდინარე აქციაზე ათამდე აქტივისტი დააკავა

by admin

ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს საპროტესტო აქციის მონაწილეები. “ბათუმელების” ინფორმაციით დაკავებულია საპროტესტო აქციის ათამდე მონაწილე, მათ შორის, მზია ამაღლობელი, შპს. „გაზეთ ბათუმელების“ დირექტორი.

როგორც გამოცემა იუწყება, აქციის მონაწილეები დააკავეს კედელზე პლაკატების გაკვრის გამო, რომელზეც წერია, “იფიცება საქართველო”.

“ბათუმელების” ინფორმაციითვე, დაკავებულები არიან ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია, მათე ცენტერაძე, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თემურ ქათამაძე.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay