კვირა, აპრილი 19, 2026
Home მსოფლიო ვენესუელაში, მადუროს რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერი დააკავა

ვენესუელაში, მადუროს რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერი დააკავა

by admin

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო, რომელიც თვეების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, კარაკასში მიმდინარე აქციაზე გამოსვლის შემდეგ დააკავეს.

მაჩადო, რომელსაც ნიკოლას მადუროს რეჟიმმა არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, კარაკასში მიმდინარე აქციაზე მოულოდნელად საჯაროდ გამოჩნდა.  რეჟიმის წარმომადგენლებმა მაჩადო აქციის დატოვებისას დააკავეს.

მაჩადოსთან დაახლოებული ორი პირის თქმით, რეჟიმის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მოტოციკლებს, რომლებსაც ის გადაჰყავდათ. ცნობისთვის, 10 იანვარს ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 29 ივლისს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციათა ტალღა მოჰყვა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay