ივანიშვილი დღეიდან უკვე ოფიციალურად მოკვეთილია ცივილიზებული სამყაროდან – ის დასანქცირებულია დოკუმენტურად და ყველაზე სამარცხვინო მუხლით, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:
“რა თქმა უნდა, ფინანსური და აქტივების თვალსაზრისით ეს სერიოზული დარტყმაა, მაგრამ სამარცხვინოა, როცა გასანქცირებს პარტნიორი ქვეყანა იმის გამო, რომ შენ ხარ რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში და ქვეყნის განვითარებას, მის ევროატლანტიკურ მისწრაფებას უშლი ხელს და მის კონსტიტუციას არღვევ!
რუსმა ოლიგარქმა ის მიიღო რაც ეკუთვნოდა! ეს მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო! ახლა კი ქართველი ხალხი მიიღებს ახალ არჩევნებს და გამარჯვებას! – იმას, რაც მას ეკუთვნის!”
ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს