შემთხვევითი და მოგონილი არ არის, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მთავარ გამოწვევად ასახელებს “დიპ-სტეიტს” – განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ:
“მნიშვნელოვანია ის, რომ ყაველაშვილი გარედან არ იმართება, განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან. ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებს იმას, რომ მან უნდა დაამარცხოს “დიპ სტეიტი”. ეს საუბრები მოგონილი არ არის. არის კონკრეტული ძალები და ჯგუფები, ვისაც თავიანთი ხედვები აქვს, რაც ძალიან მძიმეა. არამხოლოდ ჩვენთვის არის დამაზიანებელი და მხოლოდ ჩვენთან კი არ არის ლიბერალური ფაშიზმი, არამედ ეს გაბატონებულია ევროპაშიც. ზოგადად მსოფლიოს გადალაგება უნდა მოხდეს და ყველაფერი დამშვიდდეს. არ მგონია, რომ რაიმე სახის ესკალაცია ან სიტუაციის გართულება მოჰყვეს ინაუგურაციის შემდგომ პერიოდს. გამოვრიცხავ სასახლიდან არ გამოსვლის საკითხსაც და ასეთი ნაბიჯის გადადგმას. ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს 3-დან 15 წლამდე პატიმრობას. ვის უნდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა? დარწმუნებული ვარ, ასეთ სისულელეს არავინ ჩაიდენს. ჩვენ გვესმის პროტესტიც, განსხვავებული შეხედულებებიც, მაგრამ ეს ყველაფერი მშვიდობიან ფორმებში უნდა გამოიხატებოდეს. დღეს, საქართველოს ხელისუფლება არ არის შევარდნაძის ან სააკაშვილის დროინდელი მთავრობა. არამედ ხელისუფლება თავისი ინსტიტუტებით არის ძლიერი. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. განსხვავებული მოსაზრების გამოხატვა ყველას მშვიდობიანი ფორმით შეუძლია. როგორც კი კანონის ჩარჩოებს გასცდება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”