ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home პოლიტიკა თუ მოხდება აშშ-ის დეოლიგარქიზაცია, არაფორმალური გავლენებისგან გაწმენდა და “დიფ სთეითის” გაწმენდა, ძალიან კარგი ურთიერთობები წავა – კობახიძე

თუ მოხდება აშშ-ის დეოლიგარქიზაცია, არაფორმალური გავლენებისგან გაწმენდა და “დიფ სთეითის” გაწმენდა, ძალიან კარგი ურთიერთობები წავა – კობახიძე

by admin

“ვართ არასასურველ ნიშნულზე, მაგრამ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, მათ შორის, ეს მოლოდინები დაკავშირებულია აშშ-ში ცვლილებებებთან, 20 იანვარს შედგება ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია და ძალიან მაღალი ალბათობით, უკრაინაში ომი დასრულდება პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობის პირობებში. დამშვიდდება რეგიონი და ეს აისახება საქართველოზეც. გარდა ამისა, დონალდ ტრამპს აქვს გაცხადებული, რომ ის აპირებს ბრძოლას „დიფ სთეითთან“ და ჩვენთან ურთიერთობებში მთავარ პრობლემას ქმნიდა სწორედ ეს არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები. თუ მოხდება აშშ-ის დეოლიგარქიზაცია, არაფორმალური გავლენებისგან გაწმენდა და „დიფ სთეითის“ გაწმენდა, ძალიან კარგი მიმართულებით წავა ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობები და ეს პირდაპირ აისახება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay