ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home პოლიტიკა პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში – კობახიძე

პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში – კობახიძე

by admin

რა ხარვეზებზეც არის საუბარი ეუთო-ოდირის დასკვნაში, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ შემუშავებულ საარჩენო დასკვნაში, ამიტომ, არაფრის საფუძველი არ არსებობს, დამთავრებული ამბავია – პარლამენტი არის შემდგარი, ­მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში:

“რა ხარვეზებზეც არის საუბარი ეუთო-ოდირის დასკვნაში, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ შემუშავებულ საარჩევნო დასკვნაში, ამიტომ, არაფრის საფუძველი არ არსებობს, დამთავრებული ამბავია – პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში. ყველაფერი არის დამთავრებული და ეს ესმით მათ ძალიან კარგად. 1000 კაცსაც ვეღარ კრებენ ყოველდღიურად. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ თებერვალში საქართველოს პარლამენტში. დღეს უკვე აღიარეს არჩევნების ლეგიტიმაცია, როცა უარი არ განაცხადეს დაფინანსების მიღებაზე. თუ არ აღიარებ შედეგებს, იმ შედეგების საფუძველზე როგორ იღებ დაფინანსებას? როცა უკვე ხელშესახებ სარგებელთან მოუწიათ შეხება, მაშინვე აღიარეს არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay