შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, სამსახურის შემდეგ, ახლა უკვე ქვეყანა დატოვა.
იგი ფეისბუქზე ოჯახთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მადლობას უხდის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში:
“განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო. P.S. მალე დაგიბრუნდებით”.
შეგახსენებთ, ირაკლი შაიშმელაშვილმა, სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა, მიზეზად კი პატაკში “ოჯახური პირობები” დაასახელა, მან საჯაროდ გამოაქვეყნა პატაკი, რომელიც 3 დეკემბრით თარიღდება