სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
Home პოლიტიკა მამუკა მდინარაძე – რამდენადაც თავაწეული მივდივარ დღევანდელი პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე, გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო – დაუღალავად ვიბრძოლებ

მამუკა მდინარაძე – რამდენადაც თავაწეული მივდივარ დღევანდელი პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე, გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო – დაუღალავად ვიბრძოლებ

by admin

რეგიონები ჩვენ გუნდში განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამიტომ ვარქმევ გამოწვევად და არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც, რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და გამოწვევაა, ერთი კარგი მიზნის, რომ ჩვენს რეგიონებში თუ რამე მიზანი გვაქვს დასახულ, კიდევ უფრო სწრაფად აღვასრულოთ , – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ გაანცხადა.

“ერთის მხრივ, პატივია, მეორეს მხრივ, დიდი გამოწვევაა. მინდა, მადლობა გადავუხადო გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა, გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო. რეგიონები ჩვენ გუნდში განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამიტომ ვარქმევ გამოწვევად და არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც, რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და გამოწვევაა, ერთი კარგი მიზნის, რომ ჩვენს რეგიონებში თუ რამე მიზანი გვაქვს დასახული, კიდევ უფრო სწრაფად აღვასრულოთ. მართვა იყოს ეფექტიანი და ამ გამოწვევასთან ბრძოლაში შევუერთდები ჩემი მთელი გამოცდილებით, რომ მოვახმარო ჩემ გუნდს და ჩემ ქვეყანს, როგორც აქამდე ვაკეთებდი, დარწმუნებული ვარ ახლაც გამომივა.

კიდევ ერთხელ მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ყველა სამართალ დამცავი უწყების წარმომადგენლებს. სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს. იქ მუშაობენ გმირები, იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც დღე და ღამეს ათენებ იმისათვის, რომ სახელმწიფოს ემსახურონ. ყველა მათგანს უღრმესი მადლობა. ჩემს ახალ თანამშრომლებს ვპირდები, რომ მათთან ერთად დაუღალავად ვიბრძოლებ“,- განაცხადა მდინარაძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay