პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home საზოგადოება თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი აცხადებს, რომ ემიჯნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას და გმობს ძალადობას

თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი აცხადებს, რომ ემიჯნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას და გმობს ძალადობას

by admin

11 წელია, თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი ვარ. ჩემ ხელში გაიზარდა ათასობით მოსწავლე. მე ამ საქმეს ცხოვრება მივუძღვენი. ყოველთვის ამაყი ვიყავი, რომ ჩემი სკოლიდან თავისუფლად მოაზროვნე და ქვეყნის სიყვარულით აღსავსე ახალგაზრდებს ვუშვებდი, რაც მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ. იმის მიუხედავად, რომ მთელი ეს წლები ვცდილობდი, აპოლიტიკური ვყოფილიყავი, დღეს არ შემიძლია, მშვიდად ვუყურო, როგორ ხელაღებით უსწორდებიან გულანთებულ ბავშვებს, რომლებსაც ჭიანჭველისთვისაც არ დაუდგამთ ფეხი – არ შემიძლია, ვუყურო როგორ ართმევენ მათ არჩეულ მომავალს.

ვემიჯნები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვგმობ ძალადობას. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი – წერს ფეისბუქზე თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამუნა კაპანაძე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay