შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება – ყაველაშვილი

ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება – ყაველაშვილი

by admin

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაცია კიდევ უფრო დაჩქარდა და საქართველო უმწვავესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. საკმარისია, აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენმა ხელისუფლებამ ხუთჯერ აღკვეთა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების გარედან ორგანიზებული მცდელობა.

უპრეცედენტო შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ არა თუ მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, არამედ მდგრადი ეკონომიკური ზრდაც უზრუნველვყავით. ჩვენმა საზოგადოებამ შეძლო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კრიტიკული გააზრება, ობიექტური აღქმის შენარჩუნება და საკუთარი ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვა. სწორედ ქართველი ხალხის სიფხიზლითა და თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება – მიხეილ ყაველაშვილი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay