კვირა, აპრილი 19, 2026
Home მსოფლიო დუბაიში რაკეტის ნამსხვრევებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დუბაიში რაკეტის ნამსხვრევებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

by admin

დუბაიში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე თქმით, ინციდენტი ალ ბარშას რაიონში მოხდა. კაცი მანქანას მართავდა, რა დროსაც ნამსხვრევები მანქანას დაეცა.

მანამდე ხელისუფლებამ განაცხადა  Dubai Marina-ს რაიონში მდებარე ცათამბჯენის დაზიანების შესახებ. შენობა თავდასხმის დროს ჩამოცვენილმა ნამსხვრევებმა დააზიანა. მთავრობის ცნობით, შენობაში არავინ დაშავებულა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay