13
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დაიბარეს.
“ველოდები მოსამართლის ზარს. კითხვებს, რა თქმა უნდა, მოსამართლის წინაშე ვუპასუხებ”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მისი თქმით, უწყებაში ხვალ მივა.
არსებული ინფორმაციით, სუს-ს კითხვები პოლიტიკოსებთან მიმართებით მათი მხრიდან მედიაში გაკეთებული განცხადების საფუძველზე აქვს. პოლიტიკოსების განცხადებები ეხება საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას