ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა “ქართველი ხალხის აქტს” ათი მხარდამჭერი სენატორი დაემატა

“ქართველი ხალხის აქტს” ათი მხარდამჭერი სენატორი დაემატა

by admin

“ქართველი ხალხის აქტს” 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა, კერძოდ, სენატორებმა ჯონ ბუზმანმა,  მიტ რომნიმ, ჯეფ მერკლიმ, ჯონ კორნინიმ, კრისტოფერ მერფიმ, დენ სალივანმა, ანგუს კინგ ჯუნიორმა, ტოდ იანგმა, შელდონ უაითჰაუსმა და ჯორჯ ჰელმიმ.

ამ დროისთვის, სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის ორპარტიულ კანონპროექტს ჯამში 19 თანასპონსორი სენატორი ჰყავს, საიდანაც 9 რესპუბლიკელია, 9 დემოკრატი, 1 კი დამოუკიდებელი წევრი.

შეგაზსენებთ, შაჰინისა და რიშის კანონპროექტში ნათქვამია, რომ, სანქციები დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებმაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დაბლოკეს, ვინც მხარს უჭერდა რუსული კანონის დაწინაურებასა და მის მიღებას, ასევე ამ ადამიანების ოჯახის წევრებს. ასევე, სანქციების სამიზნე გახდებიან პირები, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს ქვეყნის სუვერენიტეტს და დაარღვიეს ადამიანთა უფლებები

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay