კვირა, აპრილი 19, 2026
Home მსოფლიო Boeing-მა ისრაელისთვის F-15-ების მისაწოდებლად 8.6 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო – პენტაგონი

Boeing-მა ისრაელისთვის F-15-ების მისაწოდებლად 8.6 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო – პენტაგონი

by admin

პენტაგონმა განაცხადა, რომ Boeing-მა ისრაელის F-15-ების პროგრამისთვის 8.6 მილიარდი დოლარის კონტრაქტი მიიღო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„კონტრაქტი ითვალისწინებს ისრაელის საჰაერო ძალებისთვის F-15IA ტიპის 25 ახალი თვითმფრინავის დიზაინს, ინტეგრაციას, ინსტრუმენტაციას, ტესტირებას, წარმოებას და მიწოდებას, დამატებით 25 F-15IA თვითმფრინავის შეძენის არჩევანით“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

უწყების ცნობით, კონტრაქტი ისრაელისთვის უცხოური სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვას მოიცავს.

კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები სენტ-ლუისში შესრულდება და მისი დასრულება 2035 წლის 31 დეკემბრისთვის არის მოსალოდნელი.

პენტაგონმა ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა გამართა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay