პარასკევი, აგვისტო 28, 2026
Home საზოგადოება თეთრ სახლთან ახლოს, აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორი წევრი მოკლეს

თეთრ სახლთან ახლოს, აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორი წევრი მოკლეს

by admin

ვაშინგტონში დაჭრილი აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორივე წევრი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ვაშინგტონის გუბერნატორი, პატრიკ მორისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან 5 წუთის მოშორებით, აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დედაქალაქში განლაგებულ ეროვნული გვარდიის წევრებს გამიზნულად დაესხა თავს.

შემთხვევის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეროვნული გვარდიის ორი წევრი კრიტიკულ მდგომარეობაში განსხვავებულ საავადმყოფოებში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, მძიმედ იყო დაჭრილი თავდამსხმელიც

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay