ხუთშაბათი, აგვისტო 20, 2026
Home პოლიტიკა უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ, ყველაზე პროდუქტიული დღე გვქონდა

უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ, ყველაზე პროდუქტიული დღე გვქონდა

by admin

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟენევაში ამერიკული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ძალისხმევის “ყველაზე პროდუქტიული” დღე იყო. მანვე მიუთითა, რომ მხარეებმა სამშვიდობო წინადადებაში პოტენციური სადავო პუნქტები განსაზღვრეს.

ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.

“ძალიან კარგი დღე გვქონდა. ვფიქრობ, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ. […] დღეს აქ ერთი მიზნით მოვედით და ეს მიზანი იყო, რომ აგვეღო 28 თუ 26 პუნქტი, გააჩნია ვერსიას, რადგან დოკუმენტი ვითარდებოდა, და დაგვევიწროვებინა ისინი, რომლებიც გადაუჭრელია. ამას დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბით მივაღწიეთ”. – თქვა რუბიომ.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი პროგრესით “კმაყოფილია”.

რუბიომ კონკრეტული საკითხების დეტალების განხილვაზე უარი თქვა, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარე პროცესია და წინადადების შიგთავსი მუდმივად იცვლება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay