ხუთშაბათი, აგვისტო 20, 2026
Home პოლიტიკა “სამშვიდობო წინადადების” ავტორი აშშ-ია – 28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს და ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა – მარკო რუბიო

“სამშვიდობო წინადადების” ავტორი აშშ-ია – 28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს და ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა – მარკო რუბიო

by admin

სამშვიდობო წინადადების“ ავტორი ამერიკის შეერთებული შტატებია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

“ის [„სამშვიდობო გეგმა“] შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ის რუსული მხარის წინადადებებს ეფუძნება, თუმცა, ასევე, უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც ეფუძნება”, – დაწერა მარკო რუბიომ X-ზე.

მანამდე, რესპუბლიკელმა სენატორმა, მაიკ რაუნდსმა კონგრესმენებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მათ ესაუბრა და უთხრა, რომ „ეს “სამშვიდობო წინადადება” აშშ-მა მიიღო და შემდეგ უკრაინას გადასცა”.

“მან მკაფიოდ განმარტა, რომ ჩვენ წინადადება მივიღეთ, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ წარმომადგენელს გადასცეს. ეს ჩვენი რეკომენდაცია არ არის, ეს ჩვენი გეგმა არ არის”, – აღნიშნა რაუნდსმა.

სენატორი ანგუს კინგის თქმით, „სამშვიდობო გეგმა“ აშშ-ის პრეზიდენტის „ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს“.

“28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, მარკო რუბიოს თქმით, ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს, ეს ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა”, – განაცხადა კინგმა.

სენატორების განცხადებას სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ტომი პიგოტი გამოეხმაურა და მას „სიცრუე“ უწოდა.

“ეს აშკარა სიცრუეა. სახელმწიფო მდივანი და მთლიანად ადმინისტრაცია ყოველთვის აღნიშნავს, რომ ამ გეგმის ავტორი აშშ-ია, როგორც რუსების, ასევე უკრაინელების წინადადებების გათვალისწინებით”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay