71
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ბოლო სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ომის მოგვარება სთხოვა.
„მე მას [პუტინს[ ორი კვირის წინ ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ჩვენ 10 წელია ვცდილობთ ამ ომის მოგვარებას და ვერ შევძელით. ეს თქვენ უნდა მოაგვაროთ,” – განაცხადა ტრამპმა.
ამავდროულად, ტრამპმა გააკრიტიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და დაადანაშაულა იგი რუსეთ-უკრაინის ომისა და სხვა კონფლიქტების მოგვარების საკითხში სრულ უმოქმედობაში, რომლებიც, მისი თქმით, მან 2025 წლის იანვარში თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დაასრულა