შაბათი, ივნისი 13, 2026
Home პოლიტიკა კობახიძე – ის, ვინც 4 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდა, მივიდა დამხობის აქციაზე – ბურჭულაძის და სხვების საქციელი სამარცხვინოა, მაგრამ მათზე ბევრად სამარცხვინო არიან ისინი, რომლებიც ჩავარდნილი დამხობის შემდეგ მათ გაემიჯნენ

კობახიძე – ის, ვინც 4 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდა, მივიდა დამხობის აქციაზე – ბურჭულაძის და სხვების საქციელი სამარცხვინოა, მაგრამ მათზე ბევრად სამარცხვინო არიან ისინი, რომლებიც ჩავარდნილი დამხობის შემდეგ მათ გაემიჯნენ

by admin

ის, ვინც 4 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდა, ყველა დამხობის აქციაზე მივიდა – როგორც კი ნახეს, რომ დამხობა ჩავარდა, ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნენ, – ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“ერთი რამ არის სამარცხვინო და ვსაუბრობ აქციის მონაწილეებზე – როდესაც 4- საათზე აქცია დაანონსდა, ყველამ იცოდა, რომ ეს დამხობის აქცია იყო. აქცია ასე იყო დაანონსებული. ვინც 4-საათზე აქციაზე მივიდა, ყველა დამხობის აქციაზე მივიდა, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ.

რა თქმა უნდა, ბურჭულაძის და ორგანიზატორების საქციელი სამარცხვინოა, მაგრამ მათზე ბევრად სამარცხვინოა იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც ბურჭულაძეს ჩავარდნილი დამხობის შემდეგ გაემიჯნენ. ბურჭულაძის მიერ დაანონსებულ დამხობის აქციაზე მივიდნენ, ბურჭულაძემ დამხობა დაიწყო, ჩავარდა და ამის შემდეგ გაემიჯნენ. ეს არის ბევრად უფრო სამარცხვინო!

ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინოა და ესეც „ნაცის“ სახეს აჩვენებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay