92
აშშ-ის სენატორებმა ვერ შეძლეს კანონპროექტის მიღება, რომელიც მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. შათდაუნის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.
მთავრობის მუშაობის შეჩერება რამდენიმე საათში დაიწყო მას შემდეგ, რაც “რესპუბლიკელების” მიერ კონტროლირებადმა სენატმა ვერ შეძლო სამთავრობო ხარჯების შესახებ კანონპროექტის მიღება.
შეგახსენებთ, “შათდაუნმა” შესაძლოა დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი მაგრამ არა ყველა სერვისი. როგორც წესი, სიცოცხლისა და ქონების დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აუცილებლად ითვლება და ღია რჩება. ეს არის აშშ-ის მთავრობის პირველი “შათდაუნი” 2018 წლის შემდეგ