შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება აშშ მზადაა ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორობით, რუსეთის ეკონომიკის სრული კოლაფსის მიზნით, დამატებითი სანქციები დაწესდეს – სკოტ ბესენტი

აშშ მზადაა ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორობით, რუსეთის ეკონომიკის სრული კოლაფსის მიზნით, დამატებითი სანქციები დაწესდეს – სკოტ ბესენტი

by admin

აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა მიანიშნა, რომ აშშ ღიაა ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორობისთვის, რათა რუსული ნავთობის შემსყიდველი ქვეყნებისთვის დამატებითი სანქციები დაწესდეს რუსეთის ეკონომიკის “კოლაფსის” მიზნით.

“ჩვენ მზად ვართ რუსეთის მიმართ ზეწოლა გავაძლიეროთ, მაგრამ საჭიროა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც გამოგვყვნენ. დამატებითი მეორადი სანქციები და ტარიფები იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რუსეთის ეკონომიკას “სრული კოლაფსის” წინაშე დააყენებს და პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვამს”,- აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay