სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოკუპაცია და მისი თანმდევი შედეგები, გარე ჩარევები და პროვოკაციის საფრთხეები არის ის, რაც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად აწუხებს.
“ოკუპაცია და მისი თანმდევი შედეგები, გარე ჩარევები და გარე ჩარევებიდან გამომდინარე პროვოკაციის საფრთხეები ქვეყნის შიგნით – ეს არის ორი მთავარი მიმართულება იმ საფრთხეებისა, რაც საქართველოს დღეს აწუხებს ყველაზე მეტად და, რასთან გამკლავებაც მათ შორის ქვეყანას, ქვეყანასთან ერთად, იმ სამსახურს ევალება, რომლის ხელმძღვანელობაც მე დამავალა საქართველოს პარლამენტმა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის 20%-მდე არის ოკუპირებული. აქ არის უდიდესი გამოწვევები. იმ პერიოდში, როდესაც ამ სამსახურს ვუხელმძღვანელებ, თუ საბოლოოდ დაიძვრება ის ყინული, რომელიც ნელ-ნელა უნდა დაიძრას, იძრება კიდეც და მივა ქვეყნის გამთლიანებამდე, ბუნებრივია, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ოკუპაციის შედეგებთან ბრძოლა, რაც მიმდინარე საკითხებია, ესეც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება”,- აღნიშნა მდინარაძემ