შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა ნორვეგია უკრაინის დასახმარებლად $8 მილიარდის გამოყოფას განიხილავს

ნორვეგია უკრაინის დასახმარებლად $8 მილიარდის გამოყოფას განიხილავს

by admin

ნორვეგია უკრაინის დასახმარებლად $8 მილიარდის გამოყოფას განიხილავს.

ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერმინისტრმა, იონას გარ სტიორემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ილაპარაკა:

“ნორვეგიის მთავრობა გეგმავს გააგრძელოს უკრაინის დახმარება, საუბარია ჯამში 85 მილიარდ ნორვეგიულ კრონაზე (დაახლოებით $8.4 მილიარდი). ეს არის კრიტიკული დრო უკრაინისთვის. სანამ მსოფლიოში მიდის მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე, უკრაინაში ომი გრძელდება”.

სტიორეს თქმით, დახმარების პაკეტი, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საჭიროებებს მოხმარდება.

დახმარების გაცემა 2026 წლისთვის იგეგმება. პრემიერმინისტრის წინადადება ნორვეგიის პარლამენტმა უნდა განიხილოს.

24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენად ნორვეგიისგან $700 მილიონს მიიღებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay