შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა ევროპელი ლიდერებს დონალდ ტრამპთან საუბარი სურთ, სანამ ის ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ევროპელი ლიდერებს დონალდ ტრამპთან საუბარი სურთ, სანამ ის ვლადიმერ პუტინს შეხვდება

by admin

ევროპელ ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვას სურთ, სანამ ის რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, – ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს მოლაპარაკებები აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალურ პირებს შორის შაბათ-კვირას გამართული ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრების შემდეგ დაიწყება.

Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩებს მოლაპარაკებების შესახებ კვირას აცნობეს და დღეს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay