ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
Home პოლიტიკა ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა

by admin

სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თვითმფრინავი მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში დაეშვა.

სტივ უიტკოფს აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა.

ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ  იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ტარიფების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს:

“მე ზუსტი პროცენტი არასდროს მითქვამს, მაგრამ ამ მხრივ ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ. ვნახოთ, რა მოხდება შედარებით მოკლე დროში. რუსეთთან შეხვედრა გვაქვს და ვნახოთ, რა მოხდება”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay