ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
Home პოლიტიკა პუტინის რუსეთმა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა – ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ დაიწყო – ლელო – ძლიერი საქართველო

პუტინის რუსეთმა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა – ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ დაიწყო – ლელო – ძლიერი საქართველო

by admin

კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, „ლელო-ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური გუნდი მტკიცედ დგას თავისი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გვერდით და მკაცრად ემიჯნება მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ანტიკონსტიტუციურ ქმედებას.

„კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის ოპერაციაში უკვე რუსეთის პროკურატურა ჩაერთო.

„ქართული ოცნების“ ბატონმა დღეს ახალი განკარგულება გასცა – პუტინის რუსეთმა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ახლა ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც დაიწყო! რუსეთი მას უკრაინელი ხალხის დაცვას არ პატიობს!

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი მტკიცედ ვდგავართ ჩვენი პოლიტიკური ლიდერის გვერდით და არ დავუშვებთ ალეკო ელისაშვილის მიმართ ანტიკონსტიტუციური ქმედების განხორციელებას, რისი მცდელობაც დამფრთხალი „ქართული ოცნების“ მხრიდან დარწმუნებულები ვართ იქნება!

სრული მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილს! დიდება უკრაინას! ცეცხლი რუსულ ოლიგარქიას!“,- აღნიშნულია განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay