შაბათი, ივნისი 6, 2026
Home კულტურა “ლელო – ძლიერი საქართველო” – ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ვაშინგტონის არბიტრაჟთან მიმართებით – ეს იყო ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ

“ლელო – ძლიერი საქართველო” – ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ვაშინგტონის არბიტრაჟთან მიმართებით – ეს იყო ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ

by admin

რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 ში პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას,-ასე ეხმაურება პარტია „ლელო-ძლიერი საქართველო“ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.

“ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით. ეს იყო ინვესტორ, ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 ში პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას. დანარჩენს ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახავთ და ინვესტორები თავად გააკეთებენ განმარტებებს.

ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი – ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძისბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია”, – ნათქვამია განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay