ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
Home საზოგადოება ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას სირიაზე დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ

ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას სირიაზე დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ

by admin

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სირიის წინააღმდეგ სანქციების პროგრამის დასრულების შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელ Х -ზე განაცხადა.

„ბრძანება ხსნის სირიის წინააღმდეგ სანქციებს, ამავდროულად ნარჩუნდება სანქციები ბაშარ ალ-ასადის, მისი თანამოაზრეების, ადამიანის უფლებების დამრღვევების, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული პირების, ISIS-ისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების, ასევე ირანის მოკავშირეების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ტრამპმა ამ ბრძანებულებას ხელი მოაწერა სირიის „სტაბილურობისა და მშვიდობის გზაზე“ მხარდაჭერის მიზნით.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay