ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
Home საზოგადოება იოჰან ვადეფული – უკრაინაში ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, შეიარაღების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილ კოზირს წარმოადგენს

იოჰან ვადეფული – უკრაინაში ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, შეიარაღების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილ კოზირს წარმოადგენს

by admin

უკრაინაში ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, რათა უკრაინამ საკუთარი თავდაცვისთვის უფრო სწრაფად და უფრო მეტის წარმოება შეძლოს. შეიარაღების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილ კოზირს წარმოადგენს. დღეს, როდესაც პუტინი მშვიდობის შესახებ საუბრობს, ეს უბრალოდ დაცინვას წარმოადგენს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული უკრაინაში დღეს ჩავიდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay