ისრაელს კვლავ აქვს სამიზნეები ირანში, მზად ვართ გავაგრძელოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა -ამის შესახებ ისრაელის სამხედრო შტაბის უფროსმა განაცხადა.
“ჩვენ კვლავ გვაქვს დარტყმის სამიზნეები და შესასრულებელი ამოცანები.ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავისი მონდომება და შესაძლებლობები აჩვენა – ყველა, ვინც ჩვენს გამოწვევას შეეცდება, მძიმე ფასს გადაიხდის. ჩვენ არ დავთმობთ ისრაელის სახელმწიფოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას”, – განაცხადა ეიალ ზამირმა სიტუაციური შეფასებისას, ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამასთან აღინიშნება, რომ ისრაელი გააგრძელებს დარტყმების ტემპის გაზრდას ოპერაციული გეგმის შესაბამისად და “მზად ვართ გავაგრძელოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“.
ზამირმა შეაქო შეერთებული შტატების დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე,რომელიც კვირას დილით განხორციელდა და განაცხადა, რომ ის შესაძლებელი გახდა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მამაცი ლიდერობის წყალობით