71
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს განიხილავენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
“ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია”, – წერს კალასი.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა