ვლადიმირ პუტინი რუსი ჯარისკაცების მასობრივ მკვლელად იქცა და სრულიად უგულებელყოფს აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ X -ზე დაწერა.
“მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და დანარჩენი მსოფლიო მკვლელობების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს, რუსეთის მთავარი სამხედრო დამნაშავე უკრაინის მიწების შემდგომი მიტაცებისა და უკრაინელების მკვლელობის გეგმებზე საუბრობს. სინამდვილეში, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს, მხოლოდ სიკვდილი, ნგრევა და განადგურება მოაქვს. პუტინს არ აინტერესებს რუსი ჯარისკაცები ან უკრაინული დრონების მიერ მოგლეჯილი მათი ფეხები, ის საკუთარი ხალხის მასობრივი მკვლელია. მან უკვე მოკლა მილიონი რუსი ჯარისკაცი უკრაინაში უაზრო სისხლისღვრაში, ყოველგვარი სტრატეგიული მიზნის მიღწევის გარეშე. ერთი მილიონი ჯარისკაცი. ორი მილიონი ფეხი. ვიდრე პუტინი სხვა ქვეყნებში შეჭრისთვის რუსული ჯარების გაგზავნით არის დაკავებული, ის ქვეყნის შიგნით რუსებს ეკონომიკურო მოსაზრებით მუხლებზე აყენებს. მისი ცინიკური განცხადებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: საზოგადოების ყურადღების გადატანას მისი მეოთხედი საუკუნის მმართველობის სრული კრახიდან, რომელმაც რუსეთი შეიყვანა ისეთი სამარცხვინო რეჟიმების კლუბში, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და ირანი, საერთაშორისო იზოლაციაში და დაუსრულებელ ეკონომიკურ სტაგნაციაში, რომელიც მხოლოდ გაუარესდება.
გაზარდეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადეთ, სრულად მოახდინეთ მისი იზოლაცია, გონზე მოიყვანეთ მოსკოვი”