პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home პოლიტიკა შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მიწვევით ანკარაში გაემგზავრა

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მიწვევით ანკარაში გაემგზავრა

by admin

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და საქართველოს პარლამენტის თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია არიან. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ანკარაში 18 ივნისს დასრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay