ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026
Home პოლიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი “დიდი შვიდეულის” სამიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავენ

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი “დიდი შვიდეულის” სამიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავენ

by admin

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადაში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს, – ამის შესახებ Axios-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

“თეთრი სახლის წარმომადგენელმა კვირას გვიან ღამით განაცხადა, რომ ტრამპი სამიტის დროს შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის და მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმს”, – აღნიშნავს გამოცემა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღონისძიებაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი სიგერუ ისიბა.

შეგახსენებთ, ბოლოს ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს აპრილში, ვატიკანში, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე შეხვდნენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay