ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
Home საზოგადოება ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა

ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა

by admin

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია “აღმავალ ლომთან” დაკავშირებით ირანელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ ისრაელი არ ებრძვის ირანელ ხალხს, რომელსაც ისრაელელი ხალხი პატივს სცემს, არამედ “საერთო მტერს”, ირანის ისლამურ რეჟიმს, ებრძვის, რომელიც ირანის მოსახლეობას “ჩაგრავს და აღატაკებს”.

“ისლამური რეჟიმი, რომელიც თითქმის 50 წელია გჩაგრავთ, ჩემს ქვეყანას, ისრაელის სახელმწიფოს განადგურებით ემუქრება. ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიზანია ამ საფრთხის აღმოფხვრა, როგორც ბირთვული საფრთხის, ასევე ბალისტიკური რაკეტების საფრთხის ისრაელისთვის,დადგა დრო, რომ გაერთიანდეთ თქვენი დროშისა და ისტორიული მემკვიდრეობის გარშემო, დაიცვათ თქვენი თავისუფლება ბოროტი და მჩაგვრელი რეჟიმისგან… ეს თქვენი შესაძლებლობაა, რომ წინ აღუდგეთ და თქვენი ხმა გააგონოთ. ისრაელი თქვენ არ გეომებათ. თქვენ არა, არ ებრძვის ირანელ მამაც ხალხს, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ და მისით აღფრთოვანებულები ვართ. ჩვენ ვებრძვით ჩვენს საერთო მტერს, სისხლიან რეჟიმს… მამაცი ირანელი ხალხი, თქვენი სინათლე დაამარცხებს სიბნელეს. მე თქვენთან ვარ. ისრაელის ხალხი თქვენთანაა” – ნეთანიაჰუს მიმართვას მისი ოფისი X-ზე ავრცელებს

 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay