პარასკევი, აგვისტო 21, 2026
Home პოლიტიკა “ის რეალურად არ მიდის” – ადმინისტრაციის დატოვებამდე ტრამპმა მასკს ოქროს გასაღები გადასცა

“ის რეალურად არ მიდის” – ადმინისტრაციის დატოვებამდე ტრამპმა მასკს ოქროს გასაღები გადასცა

by admin

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს ადმინისტრაციის დატოვებამდე ოქროს გასაღები გადასცა. ტრამპმა ასევე თქვა, რომ ბიზნესმენი “რეალურად არ მიდის“. მასკი აშშ-ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობდა.

“ილონი რეალურად არ მიდის. წინ და უკან ივლის. ვფიქრობ, ასე ვგრძნობ, რომ ეს [DOGE] მისი შვილია და ვფიქრობ, რომ მრავალ რამეს გააკეთებს”. – თქვა ტრამპმა.

ტრამპმა მასკს საჩუქრად დიდი მოოქროვილი გასაღები 30 მაისს ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე გადასცა. საჩუქარს “თეთრი სახლის გასაღები” ეწოდება. ტრამპის თქმით, ეს “პატარა განსაკუთრებული რამ” არის, რასაც ის “ძალიან განსაკუთრებულ ხალხს” აშშ-ს სახელით ჩუქნის.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay