კრემლის შეშფოთება ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით სამართლიანია და აშშ მზადაა, ეს საკითხი უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ეს სამართლიანი შეშფოთებაა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მაგიდაზე არ დევს და ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ამბობს. იცით, ალბათ შემიძლია ნატო-ში კიდევ ოთხი ქვეყანა დაგისახელოთ და ნატო-ში გაწევრიანების ნებართვისთვის 32-დან 32 ქვეყანაა საჭირო. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რუსეთი დააყენებს. ისინი არ საუბრობენ მხოლოდ უკრაინაზე, ისინი საუბრობენ ასევე საქართველოზე, მოლდოვაზე. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია შევაჩეროთ ნატოს გაფართოება თქვენს საზღვრებთან ახლოს. ეს მათთვის უსაფრთხოების საკითხად ითვლება”, – განაცხადა კელოგმა