ხუთშაბათი, აგვისტო 27, 2026
Home პოლიტიკა სენატორ დეინსს შევხვდი, ის თბილისში მხოლოდ ჩვენ შეგვხვდა, ოპოზიციას და ეს მნიშვნელოვანია – მოისმინა ქვეყნის შიდა საკითხებისა და სტრატეგიული გამოწვევის შესახებ – სალომე ზურაბიშვილი

სენატორ დეინსს შევხვდი, ის თბილისში მხოლოდ ჩვენ შეგვხვდა, ოპოზიციას და ეს მნიშვნელოვანია – მოისმინა ქვეყნის შიდა საკითხებისა და სტრატეგიული გამოწვევის შესახებ – სალომე ზურაბიშვილი

by admin

“დღეს მე პლატფორმის სახელით შევხვდი სენატორ დეინსს. ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი, კავკასიაში არის ჩამოსული. ჯერ იყო ბაქოში, მერე მიდიოდა ერევანში და ასევე, არის აქ, თბილისში, სადაც ჩვენ შეგვხვდა, მხოლოდ ოპოზიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან მოისმინა სწორედ აქაური არამხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი, რაც წარვუდგინეთ, არამედ ასევე, სტრატეგიული გამოწვევა, რაც ამერიკისთვის ამ რეგიონსა და საქართველოში არსებობს და რომელიც ამერიკიდან დიდ ყურადღებას მოითხოვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოს სტუმრობს და მას დაგეგმილი აქვს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay