ხუთშაბათი, აგვისტო 27, 2026
Home საზოგადოება ნიკა მელია დააკავეს

ნიკა მელია დააკავეს

by admin

კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, დააკავეს. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობებით, მისი დაკავება ლისის ტბის ასახვევთან მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.

“ლისზე დააკავეს, პოდკასტის ჩასაწერად მიდიოდა, გადაცემის სახელია “ორ ცეცხლს შუა”. ფაქტობრივად ოფისთან. საპატრულო პოლიციამ გააჩერა, ის იმყოფებოდა მხოლოდ დაცვასთან ერთად, რა დროსაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულებმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს. მეუბნებიან, რომ 100-მდე იყვნენ. ტელეფონები წაართვეს ყველას, მათ შორის დაცვის თანამშრომლებსაც, ამოიღეს ჩიპები და გადააგდეს. მელია ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს”, -აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახურის უფროსი მირანდა ბაღათურია.

“მელია ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს, ფაქტობრივად მოიტაცეს – შეიძლება მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს, რომ ხვალ უზრუნველყონ მისი სასამართლო პროცესზე მიყვანა” –  ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay