პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home პოლიტიკა “ჰამასი” ისრაელთან ზავის შესახებ მოლაპარაკებებით დაინტერესებული აღარ არის

“ჰამასი” ისრაელთან ზავის შესახებ მოლაპარაკებებით დაინტერესებული აღარ არის

by admin

“ჰამასი” ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებით აღარ არის დაინტერესებული მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ახალი შეტევის გეგმის შესახებ განაცხადა, – ამის შესახებ “ჰამასი” ოფიციალურმა პირმა, ბასემ ნაიმმა მედიასთან საუბარში განაცხადა:

“აზრი არ აქვს მოლაპარაკებებში ჩართვას ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი წინადადებების განხილვას, სანამ ღაზის სექტორში შიმშილისა და განადგურების ომი გრძელდება. საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლა უნდა მოახდინოს ნეთანიაჰუს მთავრობაზე, რათა ღაზაში შიმშილის, წყურვილისა და მკვლელობების დანაშაულები დაასრულოს”.

შეგახსენებთ, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოების გეგმა დაამტკიცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში ახალი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი “ჰამასის” დამარცხებაა, ინტენსიური იქნება და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის გადაადგილება მოხდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay