პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home პოლიტიკა კირ სტარმერმა და ემანუელ მაკრონმა რუსეთის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების აღების აუცილებლობა განიხილეს

კირ სტარმერმა და ემანუელ მაკრონმა რუსეთის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების აღების აუცილებლობა განიხილეს

by admin

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროსაც უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია რუსეთი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს.

“ლიდერებმა განიხილეს რუსეთის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების აღების აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინამ დაამტკიცა, რომ მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და მშვიდობის მხარეა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მაკრონმა და სტარმერმა ასევე ისაუბრეს გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მომავალი სამიტისა და მომდევნო კვირებში დაგეგმილი ევროკავშირ-ბრიტანეთის სამიტის შესახებ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay