პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home პოლიტიკა პიტ ჰეგსეთი სამხედრო მაღალჩინოსნების შემცირებას გეგმავს

პიტ ჰეგსეთი სამხედრო მაღალჩინოსნების შემცირებას გეგმავს

by admin

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა ოთხვარსკვლავიანი ოფიცრების რაოდენობის 20%-ით შემცირების ბრძანება გასცა, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასევე მინიმუმ 20%-ით შემცირდება გენერლების რაოდენობა ეროვნულ გვარდიაში და დამატებით 10%-ით შემცირდება გენერლების და ადმირალების რაოდენობა მთელ არმიაში.

„მეტი გენერალი და ადმირალი მეტ წარმატებას არ იწვევს“, – განაცხადა ჰეგსეთმა.

მისი განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებები მაღალი რანგის ოფიცრების დასასჯელად განკუთვნილი ნაბიჯი არ არის და ეს არის განხილვის პროცესის შედეგი, რომელიც განხორციელდა გაერთიანებული შტაბების უფროსებთან კოორდინაციით და მიზნად ისახავს სამხედროების მზადყოფნისა და ეფექტურობის მაქსიმიზაციას პოტენციური კონფლიქტისთვის.

Bloomberg-ი წერს, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ შეთავაზებული ასეთი ცვლილებები კონგრესის მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს.

ცნობისთვის, კონგრესის კვლევითი სამსახურის 2024 წლის მარტის ანგარიშის თანახმად, აშშ-ში, 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, 37 ოთხვარსკვლავიანი ოფიცერი იყო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay