კვირა, ოქტომბერი 25, 2026
Home პოლიტიკა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თეა წულუკიანს მოწმის სახით გამოკითხვას ითხოვენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თეა წულუკიანს მოწმის სახით გამოკითხვას ითხოვენ

by admin

“ლელო – ძლიერი საქართველოს”ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

“მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თეა წულუკიანს ე.წ საგამოძიებო კომისიის საქმეზე იბარებენ, რის გამოც მათ მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ადვოკატების განცხადებით, თეა წულუკიანს და ე.წ. კომისიის წევრებს, სასამართლოსთვის განმარტების მიცემა მოუწევთ, ყველა იმ განცხადებასა თუ ქმედებაზე, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ჰქონდა ადგილი. თეა წულუკიანს პასუხისთვის 3 დღე აქვს“, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay