109
ნახევარი ოპოზიციური პარტიები ამ წუთის მდგომარეობით სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
“ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მათ შორის მეც, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ, რომ ფასი საპარლამენტო ბოიკოტისა, მე ვფიქრობ, აპრილის თვეში ყველამ ძალიან კარგად ვიგემეთ და ვნახეთ, კარგი გაგებით, რამხელა უპირატესობა აქვს ახლა, ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველ ხალხს”,-განაცხადა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში.
მისივე თქმით, რომ არა საპარლამენტო ბოიკოტი “ერთი ადამიანიც არ იდგებოდა, დღემდე ხომ საერთოდ არავინ იდგებოდა აქციაზე” და მაქსიმუმ ერთი კვირით გაეპროტესტებინათ, თუ ოპოზიციური პარტიები არ მიმართავდნენ ბოიკოტს