ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home პოლიტიკა დონორებისგან წახალისებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია, ქართველი როდიონოვები თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც მისი ოჯახი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს – პაპუაშვილი

დონორებისგან წახალისებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია, ქართველი როდიონოვები თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც მისი ოჯახი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს – პაპუაშვილი

by admin

დონორებისგან წახალისებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია, ქართველი როდიონოვები თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც მისი ოჯახი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი წერს.

“დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია. 9 აპრილის ძალადობის შემდეგ, დღეს, ღამის 2 საათზე, ქართველი როდიონოვები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც, მისი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს.

სახლებში შევარდნები, შუა ღამის ტერორი ბავშვების თვალწინ და მათ გასაგონად, ნაცნობი ხელწერაა, რომლის ისტორიებსაც, ეს დღეებია, სწორედ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე საპარლამენტო გამოძიებისას მთელი საქართველო ისმენს.

ევროპის სახელით მოთარეშე ორკების დღევანდელი ძალადობის აქტი, კარგი მიზეზია, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ვისი დასმა უნდოდათ ხელისუფლებაში გარედან. ესენი არავის დაინდობენ, არც ქალს და არც კაცს, არც ბავშვს და არც ასაკოვანს.

უკვე მესამე დღეა ამ ტერორის მიმართ სოლიდარული დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას“, – წერს პაპუაშვილი.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay